დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარიგებების შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ

ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარიგებების შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, Truth Social-ზე წერს.
„დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტი, ოვალურ კაბინეტში შემომიერთდა, რათა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე სიტყვით გამოსულიყო. შეხვედრა კანადის გუბერნატორმა ჯასტინ ტრუდომ მოიწვია, „დიდი შვიდეულის“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არასდროს დაიწყებოდა“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ომის დასრულების სურვილი ყველამ გამოთქვა.
„მე ხაზგასმით აღვნიშნე აშშ-სა და ს შორის „კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი დედამიწის ლითონების შეთანხმების“ მნიშვნელობა, რომელსაც ვიმედოვნებთ, რომ ხელი ძალიან მალე მოეწერება! ეს გარიგება, რომელიც „ეკონომიკურ პარტნიორობას“ წარმოადგენს, უზრუნველყოფს იმას, რომ ამერიკელი ხალხი ათობით მილიარდი დოლარისა და სამხედრო აღჭურვილობის ხარჯებს აინაზღაურებს, ასევე, ეს უკრაინის ეკომიკის ზრდას შეუწყობს ხელს, მას შემდეგ, რაც ეს სასტიკი და ულმობელი ომი დასრულდება“, – წერს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ამავდროულად, მე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ ომის დასრულებისა და აშშ-სა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების გარიგებების შესახებ. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს!“, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.