– ვიფიქრე, ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ ეს უფრო რთულია

ვიფიქრე, ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ ეს უფრო რთულია, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, მზად არის. ვფიქრობ, რუსეთთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ახლა შეთანხმებას ზელენსკისთან უნდა მივაღწიოთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ფავორიტი არ ჰყავს და მხოლოდ ომის დასრულება სურს.
„იმედი მაქვს შეთანხმებას ორივე მხარე დათანხმდება. როგორც იცით, ჩვენ დიდი თანხა დავხარჯეთ და საქმე ბევრი ადამიანის ბედს ეხება“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, საუდის არაბეთში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „შესაძლებელია, მაგრამ ალბათ, არა“.
„ვფიქრობ, მას საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ მალე შევხვდები“, – უპასუხა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საუდის არაბეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი 13-16 მაისს არის დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ