ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„აღნიშნული ტემპი უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დაჩქარდება. მსურს, ვენესუელის ხელმძღვანელობას ამ ძლიერ ჰუმანიტარულ ჟესტზე თანხმობისთვის მადლობა გადავუხადო“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ვენესუელაში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციის, Foro Penal-ის ცნობით, ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ციხეებიდან, სულ მცირე, 156 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა.




