– ვენესუელაში რეჟიმის შეცვლას არ განვიხილავთ

ვენესუელაში რეჟიმის შეცვლას არ განვიხილავთ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
„არა, ამის შესახებ არ ვსაუბრობთ, მაგრამ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჰქონდათ, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური იყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, მისი თქმით, ნარკოტიკების უდიდესი ნაწილი, რომელიც -ში ხვდება, „ვენესუელიდან მოდის“.
„ვენესუელიდან და სხვა ქვეყნებიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ნარკოტიკები გადის. შემდეგ კი კანადიდან და მექსიკიდან შემოდის, მაგრამ უდიდესი ნაწილი ვენესუელიდან მოდის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, სამშაბათს, აშშ-მა კარიბის ზღვაში ვენესუელიდან გამოსულ ნავს დაარტყა, რომელსაც არალეგალური ნარკოტიკები გადაჰქონდა. ს ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად ნავზე მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა.
CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელაში ნარკოკარტელების ობიექტებზე დარტყმების განხორციელების ვარიანტებს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს

არჩილ გორდულაძე – კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, მათ შორის ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ – მათი და „ნაცების“ საერთო ბიზნესების და პიარდაზღვევების დალაგებაზე