დონალდ ტრამპი – ვენესუელას ვუხელმძღვანელებთ იქამდე, ვიდრე ისეთი მომენტი არ დადგება, როდესაც ხელისუფლების უსაფრთხოდ, სწორად და სამართლიანად გადაცემას უზრუნველვყოფთ

ვენესუელას ვუხელმძღვანელებთ იქამდე, ვიდრე ისეთი მომენტი არ დადგება, როდესაც ხელისუფლების უსაფრთხოდ, სწორად და სამართლიანად გადაცემას უზრუნველვყოფთ. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
,,ქვეყნის [ვენესუელას] ვუხელმძღვანელებთ იქამდე, ვიდრე ისეთი მომენტი არ დადგება, როდესაც ხელისუფლების უსაფრთხოდ, სწორად და სამართლიანად გადაცემას უზრუნველვყოფთ. არ გვინდა ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, როდესაც ვიღაც სხვა მოვა [ვენესუელას] ხელისუფლებაში და იგივე ვითარება გვქონდეს, რაც აქამდე მრავალი წლის განმავლობაში გვქონდა…
მშვიდობა, თავისუფლება და სამართლიანობა გვსურს ვენესუელას შესანიშნავი ხალხისთვის”, – განაცხადა ტრამპა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელაზე ერთი შეტევა საკმარისი აღმოჩნდა.
,,რეალურად ვვარაუდობდით, რომ მეორე ტალღა გახდებოდა საჭირო, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საჭირო არ იქნება. პირველი შეტევა ისეთი წარმატებული იყო, რომ ჩვენ, ალბათ, არ მოგვიწევს მეორეს განხორციელება”, – განაცხადა ტრამპმა.