დონალდ ტრამპი – ვენესუელას ახლა დიქტატორი მართავს, ჩვენ ვენესუელის მტრები ვართ

ვენესუელას ახლა დიქტატორი მართავს , – ამის შესახებ -ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა პლატფორმა Kick-ზე ინტერვიუს დროს განაცხადა.
„ვენესუელას ახლა დიქტატორი მართავს. ჩვენ ვენესუელის მტრები ვართ.
ვენესუელა ჩამოშლის პირას იყო, ხალხს ვენესუელაში დაბრუნება შეეძლო, მაგრამ ახლა ისინი ჩვენს ქვეყანაში არიან. მათ ჩვენს ქვეყანაში უამრავი დამნაშავე გამოგზავნეს”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%. ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ არჩევნებში მათმა წარმომადგენელმა გაიმარჯვა და გონსალესმა ამომრჩეველთა ხმების 70% მოიპოვა. ს შედეგების გამოცხადების შემდეგ ვენესუელაში საპროტესტო აქციები დაიწყო.