– ვენესუელაზე მეორე დარტყმა შესაძლებელია თუ მთავრობა უარს იტყვის თანამშრომლობაზე – ასევე, ჩემთვის კარგად ჟღერს ოპერაცია „კოლუმბია“

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ადმინისტრაციის დარჩენილი წევრები უარს იტყვიან თანამშრომლობაზე ქვეყანაში ვითარების გამოსწორების მიზნით, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ვენესუელაზე მეორე სამხედრო დარტყმა განახორციელოს.
Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა მიანიშნა, რომ სამხედრო მოქმედებების წინაშე, შესაძლოა, კოლუმბია და მექსიკაც აღმოჩნდნენ, თუ ისინი არ შეამცირებენ შეერთებულ შტატებში უკანონო ნარკოტიკების ნაკადს.
„ოპერაცია „კოლუმბია“ ჩემთვის კარგად ჟღერს“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, კუბა, რომელიც ვენესუელას ახლო მოკავშირეა, „როგორც ჩანს, მზადაა თავისთავად დაეცეს“, -ის სამხედრო ქმედებების გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ