დონალდ ტრამპი – ვენესუელაზე კონტროლი შესაძლოა, წლები გაგრძელდეს

ვენესუელაზე კონტროლი შესაძლოა, წლები გაგრძელდეს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, ვენესუელის გაკონტროლებას ერთი წლით გეგმავს თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ შესაძლოა, ეს უფრო დიდხანს გაგრძელდეს.
„ვიტყოდი, რომ უფრო დიდხანს“, – უპასუხა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, დელსი როდრიგესთან მუდმივ კონტაქტშია.
„მარკო მას მუდმივად ესაუბრება. მასთან და მის ადმინისტრაციასთან მუდმივ კონტაქტში ვართ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის განცხადებით, ვენესუელის დროებითი მთავრობა აშშ-ს „ყველაფერს აძლევს, რაც საჭიროა“.
„ჩვენ ნავთობს გამოვიყენებთ. ნავთობზე ფასებს შევამცირებთ და ვენესუელას ფულს მივცემთ, რომელიც მათ ძალიან სჭირდებათ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – არსებობს ეჭვი, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხზე კანონდარღვევა მოხდა და ამიტომ, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ჭეშმარიტებად – რაც მეტია „ოცნების” ისტერიკა, მეტად ჩნდება კითხვები

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით