ამაღელვებელი სიახლე! ჩემი აღმასრულებელი ბრძანების გამო, რომელსაც გუშინ ამაყად მოვაწერე ხელი, NCAA-მა [ეროვნული საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაცია] ოფიციალურად შეცვალა თავისი პოლიტიკა მამაკაცების ქალთა სპორტში დაშვების შესახებ – ის ახლა აკრძალულია! – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მამაკაცებს არასოდეს უნდა მიეცათ უფლება, შეეჯიბრონ ქალებს.
„შესანიშნავი დღეა ქალებისა და გოგონებისთვის მთელი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. პირველ რიგში, მამაკაცებს არასოდეს უნდა მიეცათ უფლება, შეეჯიბრონ ქალებს, მაგრამ მე ვამაყობ, რომ ვარ პრეზიდენტი, რომელმაც ქალთა სპორტი გადაარჩინა. ველით, რომ ოლიმპიური კომიტეტი ასევე გამოიჩენს საღ აზრს და განახორციელებს ამ პოლიტიკას, რომელიც ძალიან პოპულარულია ამერიკელ ხალხში და მთელ მსოფლიოში!“ – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს სპორტის ქალთა კატეგორიებში მონაწილეობას უკრძალავს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/gvaramia12-Oezzcm-300x177.jpeg)