ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპის და ევრაზიის საკითხებში დირექტორის თანამდებობაზე ენდრიუ პიკის კანდიდატურას განიხილავს

დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპის და ევრაზიის საკითხებში დირექტორის თანამდებობაზე ენდრიუ პიკის კანდიდატურას განიხილავს. ენდრიუ პიკი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ს მრჩევლად წარდგენილი მაიკ უოლცის თანაშემწეა. თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, ენდრიუ პიკი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომის შემუშავებაში ს, უკრაინის ომისა და ნატო-ს მიმართ.
შეერთებული შტატების არმიის ვეტერანი, ენდრიუ პიკი მსახურობდა ტრამპის პირველი ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტში ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, შემდეგ კი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპული საკითხების მიმართულებით, ვიდრე უსაფრთხოების საკითხების გამოძიების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ.
მანამდე, ენდრიუ პიკი ასევე იყო ორი ამერიკელი სენატორის მრჩეველი საგარეო საკითხებში, რომელთა საქმიანობა ფოკუსირებული იყო ირანზე, სირიაზე, ლიბანზე, ერაყზე, კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაზე.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპის და ევრაზიის საკითხებში დირექტორის თანამდებობას ბაიდენის ადმინისტრაციაში მაიკლ კარპენტერი იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა