დონალდ ტრამპი – ეროვნული გვარდიის გაგზავნის გარეშე ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა

ეროვნული გვარდიის გაგზავნის გარეშე ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის Truth Social-ზე წერს.
„ჩვენ შესანიშნავი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც კალიფორნიაში ძალადობრივი და პროვოცირებული არეულობების მოსაგვარებლად ეროვნული გვარდია გავგზავნეთ. ამის გარეშე, ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი და ლოს-ანჯელესის მერი, კარენ ბასი მას მადლობას უნდა უხდიდნენ.
„ნაცვლად ამისა, ისინი კალიფორნიელ და ამერიკელ ხალხს ატყუებენ და ამბობენ, რომ ჩვენ მათ არ ვჭირდებოდით და რომ ეს „მშვიდობიანი საპროტესტო აქციებია“. ძალადობისა და ნგრევის ამსახველი ფოტოებისა და ვიდეოების ერთი ნახვითაც კი ყველაფერს გაიგებთ, რაც საჭიროა. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”