დონალდ ტრამპი – ძალიან კარგი ადამიანია, ის მომწონს, მაგრამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე განცხადებას წონა არ აქვს – ეს არაფერს შეცვლის

საფრანგეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას კონფლიქტზე გავლენა არ ექნება. ასეთი კომენტარი გააკეთა -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომ პარიზი სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.
“ნახეთ, ის განსხვავებული ტიპის ადამიანია. ის კარგია. გუნდური მოთამაშეა, საკმაოდ. კარგი ამბავია: მნიშვნელობა არ აქვს ის რას ამბობს. ეს არაფერს შეცვლის…
მათ განცხადება გააკეთეს, საფრანგეთმა, მაკრონმა. განცხადებას არავითარი წონა არ აქვს. ძალიან კარგი ადამიანია. მომწონს ის. მაგრამ ამ განცხადებას წონა არ აქვს”, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა