დონალდ ტრამპი – ევროპა უკრაინისთვის ბევრს აკეთებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის – პუტინს ევროპის არ ეშინია, მას -ის ეშინია, რომელსაც მე ვუძღვები

პუტინს ევროპის არ ეშინია, მას -ის ეშინია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნავთობისა და გაზის კომპანიების დირექტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ევროპა უკრაინისთვის ბევრს აკეთებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, პუტინს ევროპის არ ეშინია, მას აშშ-ის ეშინია. მას აშშ-ის ეშინია, რომელსაც მე ვუძღვები. ევროპის არ ეშინია. ევროპა ჩამორჩენას აგრძელებს. ეს ჯეი დი ვენსმა მკაფიოდ თქვა. ევროპა სხვა ადგილი გახდა. ევროპა იცვლება. მე მიყვარს ევროპა. ჩემი ფესვები ევროპაშია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ასევე, კითხვაზე, ს პრეზიდენტის, ს დასაკავებლად სამხედრო ოპერაციის ბრძანებას გასცემდა თუ არა, ტრამპმა უპასუხა, რომ „ეს საჭირო არ იქნება“.
„ვფიქრობ, ეს საჭირო არ იქნება. მასთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. თუმცა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ს ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ვფიქრობ, საბოლოოდ შეთანხმებას მივაღწევთ“, – აღნიშნა ტრამპმა.