დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს

აშშ-ის პრეზიდენტი დღეს თეთრ სახლში ს პრემიერ-მინისტრ ს უმასპინძლებს.
როგორც „სქაინიუსი“ წერს, ლიდერების შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად. მათივე ცნობით, ტრამპმა ბოლო დროს ნეთანიაჰუზე ზეწოლა გააძლიერა და პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა ახლოსაა.
დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის შეხვედრის წინ, ისრაელელი მძევლების ოჯახებმა -ის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნეს.
„მადლიერები ვართ და დამოკიდებულები ვართ თქვენს ძალაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ძალაზე. თქვენი ორმაგი ფოკუსი ომის დასრულებასა და 48 მძევლის სახლში დაბრუნებაზე მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ გაფართოებულ ომს, რომელსაც ისრაელი ამჟამად აწარმოებს. გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ ამ კონტრასტის მიუხედავად თქვენი რწმენის თამამად შენარჩუნებისთვის. გთხოვთ, ბატონო პრეზიდენტო, არ გაჩერდეთ. ჩვენ გვჭირდებით. ჩვენს 48 საყვარელ ადამიანს – ჩვენს მამებს, და-ძმებს, შვილებს – თქვენ სჭირდებით. ჩვენ გვჭირდება ჩვენი საყვარელი ადამიანები სახლში“,- აცხადებენ მძევლების ოჯახების წევრები.
„სქაინიუსი“ წერს, რომ დაჯგუფება „ჰამასს“ ამ დროისთვის 48 მძევალი ჰყავს ტყვეობაში, რომელთაგან დაახლოებით 20, ისრაელის აზრით, ჯერ კიდევ ცოცხალია.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმას 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 251 პირი კი, მძევლად აიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – გაბრაზებული ხალხი მოდის, რომ 13-წლიანი დანაშაულებისთვის უზურპატორს პასუხი აგებინოს და ვიღაც ჩვენი კოლეგა გამოდის და ამბობს: „რომელიღაც საარჩევნო უბანზე არ უშვებენ წარმომადგენელს ან აგიტატორს”

კახა კალაძე – გავაკეთე ჩემი არჩევანი: „მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“ – ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, არის „ქართული ოცნება“