დონალდ ტრამპი – დაუყოვნებლივ დაიწყოს 100%-იანი ტარიფის დაწესების პროცესი ჩვენს ქვეყანაში შემოსულ ყველა ფილმზე, რომლებიც უცხო ქვეყნებშია წარმოებული – ჩვენ ისევ გვინდა ფილმები, რომლებიც ამერიკაშია გადაღებული!

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ვაჭრობის დეპარტამენტს უცხოეთში წარმოებულ ფილმებზე 100%-იანი ტარიფების დაუყოვნებლივ დაწესებისკენ მოუწოდა.
მისი მტკიცებით, -ის კინოინდუსტრია ძალიან სწრაფად კვდება იმ სტიმულების გამო, რასაც სხვა ქვეყნები ამერიკელ კინორეჟისორებს მისაზიდად სთავაზობენ.
„ეს სხვა ერების შეთანხმებული ძალისხმევაა და, შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენს. ყველაფერთან ერთად, ეს არის მესიჯი და პროპაგანდა! ამიტომ, უფლებამოსილებას ვანიჭებ ვაჭრობის დეპარტამენტს და შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს, დაუყოვნებლივ დაიწყონ 100%-იანი ტარიფის დაწესების პროცესი ჩვენს ქვეყანაში შემოსულ ყველა ფილმზე, რომლებიც უცხო ქვეყნებშია წარმოებული. ჩვენ ისევ გვინდა ფილმები, რომლებიც ამერიკაშია გადაღებული!“ – წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას