– დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, 350 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტს ვიღებთ

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმებას, რადგან მას სურდა, დაცული ყოფილიყვნენ.
„დღეს ჩვენ დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, 350 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტს ვიღებთ, მაგრამ მე მინდოდა დაცული ყოფნა“, – აღნიშნა ტრამპმა.
-ის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ აშშ-მ უკრაინის დასახმარებლად 350 მილიარდი დოლარი დახარჯა, ევროპამ კი გაცილებით მცირე თანხა.
კითხვაზე, შეეძლო თუ არა შეთანხმებას რაიმე ფორმით შეეკავებინა რუსეთის პრეზიდენტი , ტრამპმა უპასუხა: „შესაძლოა“.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვატიკანში შეხვედრის დროს განუცხადა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ხელს მოაწერდა შეთანხმებას, რადგან „ გაცილებით დიდი და ძლიერია“.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ