– გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია

გრენლანდიასთან დაკავშირებით ფაქტობრივად შევთანხმდით, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.
-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროპას გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა სურს.
„მოლაპარაკებები დავიწყეთ და ფაქტობრივად შეთანხმება მიღწეულია. მათ სურთ, რომ ეს გავაკეთოთ. ვფიქრობ, ყველასთვის კარგი შეთანხმება იქნება. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით ეს მნიშნველოვანი შეთანხმებაა“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ მათ „გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო შექმნეს“. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ ტარიფებს აღარ დააწესებდა.