“ირანმა ჩვენს მიერ ბირთვული ობიექტების განადგურებას ძალიან სუსტად უპასუხა იმით, რასაც ველოდით და ძალიან ეფექტურად ვუპასუხეთ. 14 რაკეტა გაისროლეს, 13 ჩამოაგდეს, ხოლო 1 “გათავისუფლდა”, რადგან საფრთხისშემცველი მიმართულებით არ მიდიოდა. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ არც ერთი ამერიკელი არ დაშავებულა. არ ყოფილა თითქმის არანაირი ზიანი. რაც მთავარია, მათ ყველაფერი თავიანთი “სისტემიდან” ამოიღეს. იმედია, აღარ იქნება სიძულვილი. მინდა, მადლობა გადავუხადო ირანს ადრეული შეტყობინებისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა ის, რომ არც მსხვერპლი იყო და არც არავინ დაშავებულა. შესაძლოა, ირანს ახლა რეგიონში მშვიდობისა და ჰარმონიისკენ სვლა შეეძლოს. მე ამისკენ მოვუწოდებ ისრაელსაც.
[…]
მინდა, მადლობა გადავუხადო კატარის უაღრესად პატივცემულ ემირს ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა რეგიონში მშვიდობის მისაღწევად. კატარში ამერიკულ ბაზაზე დღეს მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სიამოვნებით გაცნობებთ, რომ იმის გარდა, რომ არც ერთი ამერიკელი არ დაღუპულა ან დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაღუპულა და დაშავებულა არც ერთი კატარელი. დიდი მადლობა ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!
[…]
გილოცავ, მსოფლიო, მშვიდობის დროა!” | წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social