გილოცავთ შობას ყველას, მათ შორის რადიკალ მემარცხენე ნაძირალებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის გასანადგურებლად, მაგრამ ვერაფრით ვერ ახერხებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
„ჩვენ აღარ გვაქვს ღია საზღვრები, მამაკაცები ქალთა სპორტში, ტრანსგენდერები ყველასთვის და სუსტი სამართალდამცავი ორგანოები. ჩვენ გვაქვს რეკორდული საფონდო ბირჟა და ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალი დანაშაულის მაჩვენებელი, ინფლაციის არარსებობა და 4.3 მშპ, ორი პუნქტით მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, ტარიფებმა შეერთებულ შტატებს ტრილიონობით დოლარი და კეთილდღეობა მოუტანა.
„ასევე ყველაზე ძლიერი ეროვნული უსაფრთხოება, რაც კი ოდესმე გვქონია. ისევ პატივს გვცემენ, შესაძლოა ისე, როგორც არასდროს. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!“, – წერს ტრამპი.




