დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არ ჩატარებულა

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარება აუცილებელია.
„გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არ ჩატარებულა“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინელების 82% რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას ითხოვს.
„მათ შეთანხმება სურთ. მე ეს მესმის. ისინი ყოველ კვირას ათასობით ადამიანს კარგავენ. მათ სურთ, რომ ეს დასრულდეს“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, უკრაინას „კორუფციასთან დაკავშირებული მასიური პრობლემა აქვს“.
„ეს არავის ცილისწამებას არ ნიშნავს. ხალხი კითხულობს: როდის იქნება არჩევნები? საერთოდ იქნება არჩევნები? თუ უბრალოდ ასე გაგრძელდება?“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ მზადაა სამი თვის განმავლობაში არჩევნები ჩაატაროს, თუ და კიევის სხვა მოკავშირეები უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის