დონალდ ტრამპი გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ელის სტეფანიკს წარადგენს

დონალდ ტრამპი გაერო-ში -ის ელჩის თანამდებობაზე ელის სტეფანიკს წარადგენს , – ამის შესახებ CBS News-ს აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განუცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია ჩემი კაბინეტის შემადგენლობაში გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე თავმჯდომარე ელის სტეფანიკი წარვადგინო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ელის სტეფანიკი, რომელიც 2021 წლიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკური პარტიის“ კონფერენციის თავმჯდომარეა, „ამერიკა პირველ რიგში“ პოლიტიკისთვის ძლიერი და ჭკვიანი მებრძოლია.
ელის სტეფანიკმა დაადასტურა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ს შეთავაზება მიიღო.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზება მივიღე, მის კაბინეტში ვიმსახურო, როგორც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა. პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში აღვნიშნე, თუ როგორი მადლიერი ვარ დავთანხმდე მის ნომინაციას და აშშ-ის სენატში ჩემი კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას მოუთმენლად ველი“, – განაცხადა ელის სტეფანიკმა.
ელის სტეფანიკი თანამდებობაზე აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.