გაერთიანებული სამეფოს „ლეიბორისტულ პარტიას“ -ის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ფედერალურ საარჩევნო კომისიაში გაერთიანებული სამეფოს „ლეიბორისტულ პარტიის“ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და პარტია ს საარჩევნო შტაბის სასარგებლოდ -ის არჩევნებში უხეშ უცხოურ ჩარევაში დაადანაშაულა.
საჩივარში საუბარია მედიის ცნობებზე „ლეიბორისტებისა“ და ჰარისის საარჩევნო შტაბს შორის კონტაქტის შესახებ, ასევე აშკარა მოხალისეობრივ მცდელობებზე, რომელიც, მომჩივანი მხარის მტკიცებით, უკანონო შემოწირულობის ტოლფასია.
კონკრეტულად, საჩივარში საუბარია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც „ლეიბორისტებთან“ დაკავშირებული პირები შეერთებულ შტატებში ჰარისის წინასაარჩევნო კამპანიისთვის გაემგზავრნენ.
მომჩივანი მხარის მტკიცებით, ეს ინფორმაცია ქმნის “გონივრულ დასკვნას, რომ „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიღო და ჰარისის საარჩევნო შტაბმა მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკანონო შემოწირულობები.
გაერთიანებული სამეფოს “ლეიბორისტულ პარტიას” ტრამპის ბრალდებებისთვის ოფიციალურად, ჯერჯერობით, არ უპასუხია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით დარჩიაშვილი – ივანიშვილის მომხრეთა დაჯგუფებას ადამიანებად არ მიაჩნია პროტესტის მონაწილეები, მათი ნება რომ იყოს, ქიმიურ იარაღსაც გამოიყენებდნენ და ბიოლოგიურსაც, საერთაშორისო საზოგადოება სხვანაირად უყურებს – მოთხოვნა იქნება, გაიხსნას და გამომზეურდეს მასალები