დონალდ ტრამპი – ბოლოს და ბოლოს, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა გვაქვს, ახალი და ლამაზი დღე იწყება, აღდგენა იწყება – ჩვენ მსოფლიოში ყველაზე უკეთ ვიცით შენება

ბოლოს და ბოლოს, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა გვაქვს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს მივაღწიეთ იმას, რაც ყველას შეუძლებლად მიაჩნდა, ბოლოს და ბოლოს, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა გვაქვს. ახალი და ძალიან ლამაზი დღე იწყება. ახლა აღდგენა იწყება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლისას -ის პრეზიდენტმა სამიტში მონაწილე ლიდერებს მადლობა გადაუხადა.
„აღდგენა, შესაძლოა, ყველაზე მარტივი იყოს. ვფიქრობ, ყველაზე რთული ნაწილი უკვე გავიარეთ. ყველამ ვიცით, როგორ აღვადგინოთ და ჩვენ შენება მსოფლიოში ყველაზე უკეთ ვიცით“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?