დონალდ ტრამპი – ბაიდენის გარშემო ყველამ, მათ შორის მისმა ექიმმა და მედიამ იცოდა, რომ არ შეეძლო პრეზიდენტი ყოფილიყო და არც იყო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი გამოეხმაურა ს გადაწყვეტილებას საარჩევნო კამპანიიდან გასვლის შესახებ და განაცხადა, რომ ის არ იყო შესაფერისი კანდიდატი.
“თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის და, რა თქმა უნდა, არ იყო შესაფერისი სამსახურისთვის და არც არასდროს ყოფილა!”, – დაწერა ტრამპმა.
მისი თქმით, პრეზიდენტის თანამდებობა მან მხოლოდ “ტყუილებით” და “ფეიკით” მიიღო.
“ყველამ მის გარშემო, მათ შორის მისმა ექიმმა და მედიამ იცოდა, რომ მას არ შეეძლო პრეზიდენტი ყოფილიყო და არც იყო“, – დაწერა ტრამპმა.
კიდევ ერთ პოსტში ტრამპა აღნიშნა:
“ჩვენ ძალიან ვიტანჯებით მისი პრეზიდენტობის გამო, მაგრამ ძალიან სწრაფად გამოვასწორებთ მის მიერ მიყენებულ ზარალს. გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი”,- დაწერა მან თავის სოციალურ ქსელში.
ამასთან, მანამდე ტრამპა CNN-ს განუცახადა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ს დამარცხება უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ბაიდენის იქნებოდა.
ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამასთან ბაიდენმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს უჭერს მხარს.

ასევე დაგაინტერესებთ