დონალდ ტრამპი – ახლო აღმოსავლეთში დიდების მიღწევის რეალური შანსი გვაქვს – ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ

აშშ-ის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებობს რეალური შანსი „დიდების მისაღწევად“.
„ჩვენ გვაქვს ახლო აღმოსავლეთში დიდების მიღწევის რეალური შანსი. ყველანი მზად ვართ რაღაც განსაკუთრებულისთვის, პირველად. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ!!!”, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
როგორც მედია აღნიშნავს, ტრამპმა ღაზაში ომის დასრულების შეთანხმების მიღწევის შესახებ ოპტიმიზმი გამოთქვა ორშაბათს ს პრემიერ-მინისტრ სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ.
ტრამპს არ წარმოუდგენია ღაზაში მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამომავლო შეთანხმების კონკრეტული დეტალები, თუმცა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-ს განუცხადა, რომ -ის მაღალი თანამდებობის პირები ისრაელისა და არაბი ლიდერების „ძალიან რთულ“ მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…