დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სთან იშვიათი მინერალების ხელშეკრულებას “ძალიან მალე” მოაწერს ხელს

“ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ სა და რუსეთთან დაკავშირებით. ერთ-ერთი რამ, რასაც ვაკეთებთ, არის ძალიან მალე შეთანხმების ხელმოწერა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე, რასაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს”, -აღნიშნა ტრამპმა.
ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპი ოპტიმისტურად არის განწყობილი, მან გაიხსენა ბოლო სატელეფონო ზარები ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ სთან.
„გუშინ ვესაუბრეთ, როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის და გვსურს, რომ ეს [ომი]დასრულდეს და ვფიქრობ, ამ კუთხით საკმაოდ კარგად ვმუშაობთ“, – განაცხადა მან და დასძინა: “მე მჯერა, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ვნახოთ, რა მოხდება.”
მინერალების შეთანხმებასთან დაკავშირებით გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში იმყოფებოდა, მაგრამ ოვალური კაბინეტის დაძაბული შეხვედრის შემდეგ მისი ხელმოწერა არ მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ზურა ჯაფარიძესთან მეგობრული საუბარი გვქონდა – „ლელოში“ ყოველთვის ვიყავით მომხრეები, გვქონოდა საერთო სტრატეგია, როდესაც დიქტატორულ რეჟიმს ვუპირისპირდებით, მგონი, კოლეგებმა უნდა გადააფასონ არასწორი ნაბიჯები