აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, სამშვიდობო პროცესზე „პროგრესი თუ იქნება“, რუსეთთან საქმიანი მოლაპარაკებებისთვის კარს ღიად დატოვებს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ალასკისკენ გამგზავრების დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და საქმიანი ურთიერთობის წარმოებასაც სთავაზობს.
„შევნიშნე, რომ რუსეთიდან ბევრი ბიზნესმენი მოჰყავს და ეს კარგია. მომწონს, რადგან მათ ბიზნესის კეთება სურთ, მაგრამ არ იქნება ბიზნესი, ვიდრე ომის საკითხს არ მოვაგვარებთ“.
„ჩვენ თუ გვექნება პროგრესი, განვიხილავ ბიზნესის კეთებას, რადგან ეს ერთ-ერთი საკითხია, რაც მათ სურთ“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ დღევანდელი შეხვედრიდან „რაღაც“ გამოვა.
„ის ჭკვიანია. დიდი ხანია, უკვე ამას აკეთებს, თუმცა მეც ასევე დიდი ხანია, ამას ვაკეთებ და აი, აქ ვართ. ჩვენ პრეზიდენტები ვართ. კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ორივე მხარეს არის პატივისცემა და ვფიქრობ, აქედან რაღაც გამოვა“, – აღნიშნა ტრამპმა.
