დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორსაა, თუმცა ეს მისი პრეზიდენტობის დროს არ მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტის, ს თქმით, მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორსაა, თუმცა ეს მისი პრეზიდენტობის დროს არ მოხდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Future Investment Initiative Institute Priority Summit-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მთელ მსოფლიოში მე სწრაფად ვმოქმედებ ომების დასასრულებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად და პლანეტაზე მშვიდობის აღსადგენად – მე მშვიდობა მინდა და არ მინდა, ვხედავდე, როგორ კლავენ ყველას. შეხედეთ სიკვდილს ახლო აღმოსავლეთში და სიკვდილს, რომელიც მიმდინარეობს რუსეთსა და ს შორის, და ჩვენ ამას დავასრულებთ. არავისთვის არ არის მომგებიანი მესამე მსოფლიო ომი, და თქვენ არც ისე შორს ხართ მისგან. მე გეუბნებით ახლავე, არც ისე შორს ხართ. თუ პრეზიდენტ ს ადმინისტრაცია კიდევ ერთი წელი იქნებოდა, თქვენ მესამე მსოფლიო ომში იქნებოდით, და ახლა ეს არ მოხდება“, – თქვა ტრამპმა.
1tv.ge