აცხადებს, რომ მას სურს, მექსიკის ყურეს „ამერიკის ყურე“ ეწოდოს

-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, მექსიკის ყურეს სახელი გადაერქვას და „ამერიკის ყურე“ ეწოდოს.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ შევცვალოთ მექსიკის ყურის სახელი ამერიკის ყურედ, რაც ლამაზად ჟღერს. ამერიკის ყურე დიდ ტერიტორიას მოიცავს – რა ლამაზი სახელია. და ეს შესაფერისია“, – განაცხადა ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ამასთან, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მექსიკას, დაეხმაროს -მექსიკის საზღვარზე არალეგალური იმიგრაციის შეჩერებაში და მექსიკისთვის ტარიფების დაწესების პირობის შესახებაც ისაუბრა.