დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზას არ დააბრუნებს, „ცუდი რამ“ მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ “ცუდი რამ” მოხდება, თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზაზე კონტროლს შეერთებულ შტატებს არ დაუბრუნებს.
„თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზას არ დაუბრუნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ამშენებელს, ცუდი რამ მოხდება!!!“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ასევე, მან პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხზე ავღანეთის წარმომადგენლებთან საუბრობს.