დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას ნატოს გავლით აწვდის იარაღს

აშშ ს იარაღს ნატოს გავლით აწვდის. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 10 ივლისს განაცხადა NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მანამდე ერთი კვირით ადრე პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ნაწილის მიწოდების დაპაუზებაზე და განმარტა, რომ ამის საფუძველი აშშ-ის იარაღის მარაგის შემცირებაა.
“ჩვენ ვუგზავნით იარაღს ნატოს და ნატო იხდის ამ იარაღის საფასურს, 100%-ს. ჩვენგან რა იარაღიც გადის, მიდის ნატოში და შემდეგ ნატო მიცემს იმ იარაღს (უკრაინას) და ნატო იხდის იმ იარაღისას” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მიმდინარე კვირაშივე, პენტაგონის განცხადებაზე კონგრესის ზოგიერთი წევრის უარყოფითი რეაქციის ფონზე, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა ისიც, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი თავდაცვითი იარაღის ნაწილის მიწოდებას განაახლებდა, ს წინსვლის გაძლიერების ფონზე. ტრამპმა გამოხატა იმედგაცრუება რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიმართ და აღნიშნა, რომ ის მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს.
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სწავლობს სენატორების – ლინდსი გრემის (რესპუბლიკელი) და რიჩარდ ბლუმენტარლის (დემოკრატი) მიერ ინიცირებულ კანონპროექტს იმ ქვეყნებისთვის სანქციებისა და ტარიფების დაწესებაზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთს და აგრეთვე მოიცავს რუსეთის საბანკო სისტემას.
“ვფიქრობ, ორშაბათს მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება მომიწევს რუსეთზე” – განაცხადა ტრამპმა NBC-სთან ინტერვიუში.
11 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგეელმა კით კელოგმა უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ 14 ივლისს ერთი კვირით ეწვევა უკრაინას. მკაფიო არ არის უკავშირდება თუ არა კელოგის ვიზიტი ტრამპისგან მოსალოდნელ “მნიშვნელოვან განცხადებას” რუსეთზე.