აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ავიადარტყმებამდე ირანს ბირთვული ობიექტებიდან ურანი არ გაუტანია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
“ობიექტზე მანქანები და მცირე სატვირთო მანქანები მუშებს ეკუთვნოდა, რომლებიც ბეტონზე მუშაობდნენ და გასასვლელების დალუქვას ცდილობდნენ. ობიექტიდან არაფერი გატანილა, ეს ძალიან დიდ დროს დაიკავებდა, ზედმეტად სახიფათოა, ძალიან მძიმე და რთულია გადასატანად!”, – წერს ტრამპი.
მანადე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე მსგავსი შეფასებები გააჟღერა.
“სადაზვერვო მონაცემები არ მიმიღია, რომლებიც იმაზე მიუთითებდნენ, რომ ეს [ურანი] არ იმყოფებოდა იქ, სადაც უდნა ყოფილიყო,” – განაცხადა ჰეგსეტმა.
