დონალდ ტრამპი – აშშ „ჰუსიტების“ დაბომბვას შეაჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დაბომბვებს შეაჩერებს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი „ჰუსიტების“ განცხადებაა, რომ მათ ბრძოლა აღარ სურთ.
„ჩვენ პატივს ვცემთ ამას და შევაჩერებთ დაბომბვებს“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა იგულისხმა სამხედრო კამპანია, რომელსაც აშშ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ მარტის შუა რიცხვებიდან ახორციელებს და რომელიც არის პასუხი ჯგუფის მიერ წითელ ზღვაში საზღვაო მარშრუტებსა და ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური: წინა ხელისუფლებისთვის ომის დაწყების დაბრალება ძალიან დიდი ტვირთია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სააკაშვილს კი არა, საკუთარ ქვეყანას აბრალებენ ომის დაწყებას (ვიდეო)