დონალდ ტრამპი – აშშ უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტებისა და სუბსიდიებისგან, რომელიც კანადას თავის გატანისთვის სჭირდება, ვეღარ დაზარალდება, ტრუდომ ეს იცოდა და ამიტომ გადადგა

კანადაში 51-ე შტატად ყოფნა ბევრ ადამიანს უყვარს, – ასე ეხმაურება -ის არჩეული პრეზიდენტი, კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს გადადგომას.
„აშშ უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტებისგან და სუბსიდიებისგან, რომელიც კანადას თავის გატანისთვის სჭირდება, ვეღარ დაზარალდება. ჯასტინ ტრუდომ ეს იცოდა და ამიტომ გადადგა. თუ კანადა აშშ-სთან გაერთიანდება ტარიფები არ იქნება, გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდება, ისინი დაცულები იქნებიან რუსული და ჩინური გემების საფრთხისგან, რომლებიც მუდმივად გარს ეხვევიან. ერთად, რა დიდებული ქვეყანა იქნებოდა!“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
შეგახსნებთ, დღეს, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თანამდებობის დატოვების შესახებ გამოაცხადა. ჯასტინ ტრუდო თანამდებობაზე მმართველი „ლიბერალური პარტიის“ ახალი ლიდერის არჩევამდე დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?