დონალდ ტრამპი – აშშ ნატო-ს წევრ ქვეყნებს დაიცავს, თუ ისინი თავის წილს გადაიხდიან

აშშ ნატო-ს წევრ ქვეყნებს დაიცავს, თუ ისინი თავის წილს გადაიხდიან, – ამის შესახებ -ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ნატო აშშ-ს სამართლიანად უნდა მოექცეს, რადგან რომ არა აშშ, ნატო ფაქტობრივად არც კი არსებობს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ ნატო-ს წევრები თავის წილს გადაიხდიან, მაშინ აშშ მათ გვერდით იქნება.
„დიახ, 100 პროცენტით, თუ ისინი საკუთარი გადასახადების სწორად გადახდას დაიწყებენ. მაგრამ აშშ-მა თავისი წილი უნდა გადაიხადოს არა ყველას წილი. ჩვენ თქვენს დაცვას არ ვაპირებთ. თუ თქვენს წილს არ გადაიხდით, ჩვენ არ დაგიცავთ“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მას არ აინტერესებს, გამოიყენებენ თუ არა ოპონენტები მის სიტყვებს საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
„არ მაინტერესებს გამოიყენებენ თუ არა. რასაც მე ვამბობ მოლაპარაკების ფორმაა. რატომ უნდა დავიცვათ ეს ქვეყნები, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და აშშ ნატო-ს უმეტეს წილს იხდის?“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ