დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

დონალდ ტრამპმა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა ფიცი დადო და ის ოფიციალურად შეუდგება ქვეყნის პირველი პირის მოვალეობის შესრულებას.
ტრამპმა უკვე დააანონსა, რომ პირველივე დღეს 200 დოკუმენტს მოაწერს ხელს, რომელიც ამერიკელი ხალხის ცხოვრებას უკეთესს გახდის.
კაპიტოლიუმის შენობაში ცერემონიას 2 600-მდე ადამიანი ესწრება.
ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის კიბეების ნაცვლად, დღეს კაპიტოლიუმის როტონდაში გაიმართა. ამის მიზეზი ვაშინგტონში ძლიერი ყინვაა. კაპიტოლიუმის შენობაში ფიცის დადების ცერემონია უკანასკნელად 1985 წელს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს ჩატარდა.