აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.
“მე, დონალდ ტრამპი, საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად აღვასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ძალას არ დავიშურებ იმისათვის, რომ შესაძლებლობების ფარგლებში დავიცვა და აღვასრულო აშშ-ის კონსტიტუცია”, – თქვა დონალდ ტრამპმა ფიცის დადების დროს.
ფიცის დადების ცერემონია უამინდობის გამო კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართა. კაპიტოლიუმის შენობაში ფიცის დადების ცერემონია ბოლოს 1985 წელს რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს ჩატარდა.
დონალდ ტრამპამდე ფიცი ასევე დადო ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა. ის აშშ-ის 50-ე ვიცე-პრეზიდენტი იქნება.