დონალდ ტრამპი – გაეროს 100 პროცენტით უჭერს მხარს

ჩვენი ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 100 პროცენტით უჭერს მხარს,- ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან ორმხრივ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ ახსენა გაუმართავი „ესკალატორი და სუფლიორი“ და თქვა, რომ ასეთი რამ ხდება, თუმცა ორგანიზაციას მხარს უჭერს.
„ყოველთვის პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ეს ადრეც გაგვიკეთებია და ეს ცოტა უფრო საინტერესო იყო ესკალატორის, ტელესუფლიორის გამო – ასეთი რამ ხდება. მაგრამ გეტყვით, რომ თქვენი ხალხი დიდი პატივისცემით მოგვექცა. ჩვენი ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 100 პროცენტით უჭერს მხარს“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ფიქრობს, რომ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოტენციალი წარმოუდგენელია“.
„მართლაც წარმოუდგენელია. მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, ამიტომ მე მას ვუჭერ მხარს…. შეიძლება ხანდახან არ ვეთანხმები, მაგრამ მე ძალიან ვუჭერ მხარს, რადგან ვფიქრობ, რომ ამ ინსტიტუტის მშვიდობის პოტენციალი ძალიან დიდია. ამიტომ, უბრალოდ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი თბილი მოპყრობისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გაიმეორა შვიდი ომის დასრულების შესახებ განცხადება და აღნიშნა, რომ მას არასდროს მიუღია დახმარება გაეროსგან.
„მე დავასრულე შვიდი ომი, ვითანამშრომლე თითოეული ამ ქვეყნის ლიდერთან და გაეროს მხრიდან კი სატელეფონო ზარიც კი არ მიმიღია, რომელიც შეთანხმების დასრულებაში დახმარებას შემომთავაზებდა“, – აღნიშნა მან და დასძინა: „გაეროსგან მხოლოდ ესკალატორი მივიღე, რომელიც ასვლისას შუაში ჩერდებოდა.. შემდეგ კი სუფლიორი, რომელიც არ მუშაობდა“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს! – მივმართავ „ოცნების“ ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, თქვენ ხართ!

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყო, მათ თავად ირანელი ოპერატორები უშვებდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გაეწვრთნათ რუსი სამხედროები