დონალდ ტრამპი – ასადი თავისი ქვეყნიდან გაიქცა – მისი მფარველი, რუსეთი, ვლადიმერ პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით

ასადი წავიდა, ის თავისი ქვეყნიდან გაიქცა. მისი მფარველი, , ს მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით, – ამის შესახებ -ის არჩეული პრეზიდენტი, სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
„უპირველეს ყოვლისა, რუსეთს იქ ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. მათ სირიის მიმართ ინტერესი უკრაინის გამო დაკარგეს, სადაც დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს“, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, რუსეთი და ირანი ახლა დასუსტებულ მდგომარეობაში არიან, რუსეთი უკრაინისა და ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ირანი კი სა და მისი საბრძოლო წარმატების გამო.
შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა სირიის დედაქალაქი დამასკო დაიკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა დედაქალაქი თვითმფრინავით დატოვა. ამ დროისთვის, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას