დონალდ ტრამპი – არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ხდება, რადგან რუსები გიჟებივით ბომბავენ

არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ხდება, რადგან რუსები გიჟებივით ბომბავენ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განაცხადა.
კითხვაზე, რატომ არ დააწესა რუსეთის წინააღმდეგ ტარიფები, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ რუსეთთან „ბიზნესს ფაქტობრივად არ აწარმოებს“.
„იმიტომ, რომ ისინი ომში არიან. არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ხდება დაბომბვასთან დაკავშირებით, რადგან ახლა გიჟებივით ბომბავენ. არ ვიცი რა ხდება იქ, კარგი სიტუაცია არ არის. ჩვენ ვხვდებით რუსეთსა და უკრაინას და გარკვეულწილად ახლოს ვართ, მაგრამ დაბომბვები, რაც ბოლო კვირაში ხდება, დიდად არ მახარებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – მიკვირს, როგორ იკადრა ირანის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა და მაკა ბოჭორიშვილი არ დაიბარა საელჩოში – რაც შეეხება დოდონის ვიზიტს, ახლა პლახოტნიუკი მოვიწვიოთ გამოცდილების გაზიარების მიზნით