არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად

დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. ამის შესახებ -ის არჩეულმა პრეზიდენტმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა „სამხედრო ან ეკონომიკური იძულების“ გამოყენებას ამ ტერიტორიების მოსაპოვებლად, არჩეულმა პრეზიდენტმა უპასუხა: „არა“.
„არა, ვერცერთზე ვერ დაგარწმუნებთ, მაგრამ ერთს გეტყვით – ისინი ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, – განაცხადა ტრაპმა.
მისივე თქმით, სინამდვილეში არავინ იცის, აქვს თუ არა ს გრენლანდიაზე რაიმე იურიდიული უფლება, „მაგრამ თუ აქვს, უნდა დათმოს“.
„გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება. იქ დაახლოებით 45,000 ადამიანი ცხოვრობს. სინამდვილეში არავინ იცის, აქვს თუ არა ს მასზე რაიმე იურიდიული უფლება. მაგრამ თუ აქვს, უნდა დათმოს, რადგან ის ჩვენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ეს თავისუფალი სამყაროსთვისაა. მე ვსაუბრობ თავისუფალი სამყაროს დაცვაზე – შეხედეთ, დურბინდიც კი არ გჭირდებათ, გაიხედავთ და ჩინური გემები ყველგანაა, რუსული გემები ყველგანაა. ჩვენ ამის დაშვებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
-ს არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლოა, მან დანიას მაღალი ტარიფები დაუწესოს.
მოგვიანებით, დონალდ ტრამპს დაუსვეს შეკითხვა, გამოიყენებდა თუ არა სამხედრო ძალას კანადის წინააღმდეგ, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „არა, ეკონომიკურ ძალას“.
ცნობისთვის, ს შემდეგ ტრამპმა არაერთხელ გამოხატა ინტერესი როგორც პანამის არხის, ისე გრენლანდიის ფლობასთან დაკავშირებით.