დონალდ ტრამპი არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს ბრიტანეთის მმართველ პარტიას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, რესპუბლიკელი კანდიდატის, ს საარჩევნო შტაბმა ფედერალურ საარჩევნო კომისიაში იჩივლა და დიდი ბრიტანეთის მმართველი ლეიბორისტული პარტია არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.
საჩივრის თანახმად, ამ პარტიის აქტივისტები საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ეხმარებიან დონალდ ტრამპის მეტოქეს, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ კამალა ჰარისს. ტრამპის შტაბის განცხადებით, ბრიტანეთის ლეიბორისტულმა პარტიამ თავისი წევრები დაიქირავა და ამერიკის კრიტიკულად მნიშვნელოვან შტატებში ჰარისის კამპანიაში მონაწილეობისთვის გაგზავნა, რაც -ის არჩევნებზე გავლენის მცდელობაა.
დონალდ ტრამპის შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს კამპანიაში უცხოელების უკანონო მონაწილეობის ფორმით არჩევნებში უხეშად ჩარევის ფაქტი.
ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს ინფორმაციით, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები აშშ-ში გაემგზავრნენ როგორც კერძო პირები და მათ პარტია არ აფინანსებს. შესაბამისად, კანონი არ დარღვეულა.
BBC-ს რედაქტორი ჩრდილოეთ ამერიკაში სარა სმიტი წერს, რომ დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიისა და აშშ-ის დემოკრატიული პარტიის თანამშრომლობა სიახლე არ არის და ათწლეულებია რეგულარული და საჯარო ხასიათი აქვს, ისევე როგორც ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის და აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კონტაქტებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის 5 ნოემბერს გაიმართება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის, დემოკრატი ს მონაწილეობით. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, მათი რეიტინგი თითქმის თანაბარია.

ასევე დაგაინტერესებთ