– არანაირი სატარიფო გამონაკლისი არ გამოცხადებულა – უსამართლო სავაჭრო ბალანსისა და სატარიფო ბარიერებისთვის პასუხისმგებლობას თავს ვერავინ დააღწევს

-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, უსამართლო სავაჭრო ბალანსისა და სატარიფო ბარიერებისთვის, რომლებსაც სხვა ქვეყნები -ის წინააღმდეგ იყენებენ, პასუხისმგებლობას თავს ვერავინ დააღწევს.
„პარასკევს არანაირი სატარიფო „გამონაკლისი“ არ გამოცხადებულა. ეს პროდუქტები ექვემდებარება ფენტანილის არსებულ 20%-იან ტარიფებს და ისინი უბრალოდ სხვა ტარიფების „კატეგორიაში“ გადადიან. „ყალბმა ამბებმა“ ეს იცის, მაგრამ უარს ამბობს მის გაშუქებაზე. ეროვნული უსაფრთხოების სატარიფო გამოძიების ფარგლებში ნახევარგამტარებს და ელექტრონიკის მთელ მიწოდების ჯაჭვს განვიხილავთ“, – წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, შეერთებული შტატები სხვა ქვეყნების მძევალი არ გახდება.
„გამოაშკარავდა, რომ ჩვენ პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ვაწარმოოთ და რომ ჩვენ არ ვიქნებით სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით კი ისეთი მტრულად განწყობილი სავაჭრო ქვეყნების მძევლები, როგორიცაა ჩინეთი, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ამერიკელი ხალხის მიმართ უპატივცემულობისთვის. ვერ დავუშვებთ, მათ განაგრძონ ჩვენი შეურაცხყოფა ვაჭრობის საკითხებში, როგორც ამას ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ, ეს დღეები დასრულდა!“ – აცხადებს ტრამპი.
ტრამპის ადმინისტრაციამ პარასკევს გამოაცხადა, რომ იმპორტირებულ სმარტფონებზე, ლეპტოპებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებსა და კომპონენტებზე აშშ-ის ახალი ტარიფები არ გავრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი