– ამ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედროა ალყაშემორტყმული რუსეთის სამხედროების მიერ, ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ისინი დაინდოს

ძალიან კარგი შანსი არსებობს, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, Truth Social-ზე წერს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, ამ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედროა ალყაშემორტყმული რუსეთის სამხედროების მიერ და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სთხოვა, რომ ისინი დაინდოს.
„ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები გვქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინ. ძალიან კარგი შანსი არსებობს, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს – მაგრამ, ამ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედრო სრულიად ალყაშემორტყმულია რუსეთის სამხედროების მიერ, და ძალიან ცუდ და დაუცველ პოზიციაში არიან. მტკიცედ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ისინი დაინდოს. ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა იქნება, როგორიც მეორე მსოფლიო ომიდან არ ყოფილა“, – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე