დონალდ ტრამპი: ამერიკის ოქროს ხანა სწორედ ახლა იწყება

“ამერიკის შეერთებულ შტატებში ოქროს ხანა სწორედ ახლა იწყება”, – ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა -ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფიცის დადებისა და ქვეყნის 47-ე პრეზიდენტად ოფიციალურად გახდომის შემდეგ.
“ამერიკის შეერთებული შტატების ოქროს ხანა სწორედ ახლა იწყება. დღეიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და კვლავ პატივისცემას დაიმსახურებს მთელი მსოფლიოსგან. ყველა ქვეყანას შეშურდება და ვეღარავინ ისარგებლებს ჩვენით.
ჩვენი უსაფრთხოება აღდგება და სამართლიანობის სასწორი დაბალანსდება. დასრულდება იუსტიციის დეპარტამენტისა და ჩვენი მთავრობის სასტიკი, ძალადობრივი და უსამართლო გამოყენება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ამაყი, წარმატებული და თავისუფალი ერის შექმნა. ამერიკა მალე გახდება უფრო დიდი, ძლიერი და გამორჩეული, ვიდრე ოდესმე ყოფილა”, – თქვა დონალდ ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პრეზიდენტად დაბრუნდა უფრო “დარწმუნებული და ოპტიმისტურად განწყობილი”.
“პრეზიდენტად დავბრუნდი დარწმუნებული და ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ჩვენ ვართ ეროვნული წარმატების ახალი, ამაღელვებელი ეპოქის დასაწყისში. ცვლილებების ტალღა მოიცავს ქვეყანას, მზის შუქი მთელს მსოფლიოში იღვრება და ამერიკას აქვს შანსი, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, როგორც არასდროს”, – თქვა მან.
ს თქმით, აშშ-ში ყველაფერი “დღეიდან და ძალიან სწრაფად შეიცვლება”.
“ჩემი ბოლო არჩევები – ეს მანდატია იმაზე, რომ მთლიანად გავაუქმო საშინელი ღალატი და ყველა ეს მრავალრიცხოვანი ღალატი, რომელსაც ჰქონდა ადგილი და დავუბრუნო ხალხს რწმენა, სიმდიდრე, დემოკრატია, და რაც მთავარია, თავისუფლება. ამ მომენტიდან ამერიკის დაცემა დასრულდა”, – თქვა დონალდ ტრამპმა.