დონალდ ტრამპი – ამბობენ, კამალა ჰარისის ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ლამაზი ქალია, ამაზე არასდროს მიფიქრია, მე მასზე უკეთ გამოვიყურები

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატის, ს განცხადებით, ის „დემოკრატების“ კანდიდატ კამალა ჰარისზე უკეთ გამოიყურება.
“არასოდეს უწოდო ქალს ლამაზი, რადგან ეს შენი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება, მაგრამ მე ვამბობ, რომ მე ბევრად უკეთ გამოვიყურები, ვიდრე კამალა. ამბობენ, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ ლამაზი ქალია. ამაზე არასდროს მიფიქრია. მე მასზე უკეთ გამოვიყურები“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, კამალა ჰარისმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო კანდიდატურა მოპარა და რომ ბაიდენი „გაბრაზებულია“ და „სძულს“ ჰარისი.
„ჯო ბაიდენს სძულს იგი. ეს იყო პრეზიდენტის დამხობა. ეს იყო დამხობა”, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან მან ს ეკონომიკური პროგრამა გააკრიტიკა.
„გუშინ კამალამ წარმოადგინა თავისი ეგრეთ წოდებული ეკონომიკური გეგმა. ის ამბობს, რომ პირველივე დღიდან შეამცირებს საკვებისა და საცხოვრებლის ღირებულებას. მაგრამ კამალას პირველი დღე სამწელიწად ნახევრის წინ იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ, ილონ მასკთან ინტერვიუში კამალა ჰარისს ლამაზი ქალი უწოდა. კერძოდ, მან კომენტარი გააკეთა ჟურნალ Time-ის გამოცემაზე, რომლის გარეკანზე ჰარისის ილუსტრაცია იყო გამოსახული. “ის ჰგავს ყველაზე ლამაზ მსახიობს. ის სინამდვილეში ჰგავს შესანიშნავ პირველ ლედის, მელანიას. ის ლამაზი ქალია”, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ