დონალდ ტრამპის Ferrari F430 აუქციონზე 1 მილიონ დოლარად გაიყიდება

დონალდ ტრამპის Ferrari F430 აუქციონზე 1 მილიონ დოლარად გაიყიდება
ავტომობილების აუქციონმა Rockstar-მა -ის პრეზიდენტის ს მანქანა გასაყიდად გამოიტანა.
საუბარია 2007 წლის Ferrari F430 Coupe სუპერმანქანაზე, რომელიც ტრამპმა იმავე წელს იყიდა. საბუთად აუქციონის სახლმა გამოაქვეყნა დოკუმენტები და სახელმწიფო სარეგისტრაციო ფირფიტა ასოებით DJT (დონალდ ჯონ ტრამპი).
არ არის დაკონკრეტებული, რამდენ ხანს ფლობდა პრეზიდენტი ამ მანქანას. თუმცა როგორც აუქციონის აღწერაშია ნათქვამი, თავად მანქანა არის იდეალურ მდგომარეობაში, არ არის ნაავარიები, საღებავი კი დაცულია გამჭვირვალე ფირით. Rockstar-მა მანქანის მდგომარეობა 10-დან 9 ქულით შეაფასა.
Rockstar-მა F430 Coupe 1 მილიონ დოლარად შეაფასა, რაც ხუთჯერ აღემატება მანქანის საბაზრო ღირებულებას.