დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი – რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მთავარი პრობლემა ოთხი რეგიონია, სადაც რეფერენდუმებით ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ რუსეთის მმართველობა სურთ

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი – რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მთავარი პრობლემა ოთხი რეგიონია, სადაც რეფერენდუმებით ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ ს მმართველობა სურთ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მთავარი პრობლემა ოთხი რეგიონია, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში -ის პრეზიდენტის, ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.
„მთავარი პრობლემა ამ კონფლიქტში ოთხი რეგიონია, დონბასი, , ლუგანსკი და სხვა. იქ რუსულად საუბრობენ, ჩატარდა რეფერენდუმები, სადაც ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ მათ სურთ რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნა. მჯერა, ეს არის კონფლიქტის მთავარი საკითხი. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური საუბრები“, – განაცხადა უიტკოფმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.
უიტკოფის თქმით, ეს ყოველთვის პრობლემა იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ამაზე საუბარი არავის სურდა.
„რუსები დე ფაქტო აკონტროლებენ ამ ტერიტორიებს. საკითხავია, აღიარებს თუ არა მსოფლიო, რომ ეს რუსული ტერიტორიებია? გადარჩება თუ არა ზელენსკი პოლიტიკურად, თუ ის ამას აღიარებს? ეს არის კონფლიქტის მთავარი საკითხი, აბსოლუტურად“, – განაცხადა უიტკოფმა.
წყარო: 1 არხი