აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთს ეწვევა. მანამდე კი ტრამპის წარმომადგენელი ისრაელსა და ღაზის სექტორში ოფიციალური ვიზიტით ჩავა.
კონკრეტულად კონკრეტულად რა თარიღებში ჩავა სტივ უიტკოფი რუსეთში ან ვისთან გამართავს შეხვედრებს აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია:
„ის მიდის ისრაელში, ხოლო შემდეგ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, რუსეთში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას.
უიტკოფი ბოლოს რუსეთში აპრილში იმყოფებოდა და კრემლში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
