დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოტანა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო

-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოტანა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
საქმე ეხება ტრამპის მიერ პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსისთვის სექსუალური კავშირის შეახებ დუმილის სანაცვლოდ გადახდილ 130 ათას დოლარს. სასამართლომ ტრამპი დამნაშავედ ცნო ამ თანხის გადახდასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებაში.
მოსამართლე ხუან მერჩანმა გადაწყვიტა, განუსაზღვრელი ვადით გადადოს აღნიშნულ საქმეზე განაჩენის გამოტანა, რათა შეისწავლოს დამატებითი მასალები, რომლებიც დაკავშირებულია ტრამპის -ის პრეზიდენტად არჩევასთან და თუ როგორ იმოქმედებს ეს მისი გასამართლების შესაძლებლობაზე.
მედიის ცნობით, მანამდე იგეგმებოდა, რომ ტრამპის განაჩენი 26 ნოემბერს გამოცხადდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?